პროექტის სახელი: რა უნდა ეცვას მოსწავლეს სკოლაში?
პროექტის მოკლე აღწერა: ფორმების შესაძლო ვარიანტების ესკიზების შექმნა.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შექმნიან ფორმების შესაძლო ვარიანტების ესკიზებს. შეარჩევენ დიზაინს ასაკობრივი სხვაობის გათვალისწინებით.
მონაწილეთა ასაკი: 7-8 წელი
ვადები: 7 თვე /ნებისმიერი 7 თვე, სასწავლო წლის ბოლომდე/
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დამხმარე ვიზუალური მასალის მოძიება ინტერნეტით და მოდის ჟურნალებიდან, სხვა სკოლის გამოცდილების მოძიება და ფოტო ალბომების შექმნა. დისკუსიის გამართვა. მოძიებული მასალის პრეზენტაცია, ანალიზი და მოდელების შექმნა. მოდელების შექმნა ინტერნეტ რესურსით http://games2girls.com/p/designyourownuniform. მოაწყონ მოდების ჩვენება სკოლაში არსებული რესურსით და არჩევნები საუკეთესო ვარიანტის ასარჩევად.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას/:ბავშვები გააკეთებენ სკოლის ფორმების ესკიზების და მოდელების ალბომს სეზონების მიხედვით. გააკეთებენ ელექტრონულ ჟურნალს კითხვარით. გააკეთებენ ცხრილს -”ყველაზე რეიტინგული ფორმა”. აიღებენ ინტერვიუს მშობლებისგან "რა ეცვათ სკოლაში?"
სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები ერთმანეთს მიაწვდიან სასურველ ინფორმაციას ფორმებთან დაკავშირებით. სკოლებს ექნებათ მზა დიზაინის ფორმები და მათ ექნებათ არჩევანის გაკეთების საშუალება.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათემატიკა: შექმნიან რეიტინგულ ცხრილს, ჩაატარებენ არჩევნებს, დათვლიან ხმებს.
ხელოვნება: შექმნიან ესკიზებს, მოდელებს. გადაიღებენ ფოტოსურათებს.
ისტ.ტექნოლოგიებში: გაიუმჯობესებენ კომპიუტერთან მუშაობის აუნარ-ჩვევებს
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ელენე ბეთლემიშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: elenebet@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
ჩემი პორტფოლიო:
რა არის კოლორიტი? (გაკვეთილის გეგმა)
თაფლის წვეთი (გაკვეთილის გეგმა)
10 коммент.:
კარგი პროექტია.გამოიკვლევენ უნდა ეცვას ბავშვს ფორმა თუ არა.
თ. ციციშვი;ი
სკოლა ისეთი ადგილია, სადაც ყალიბდება მოსწავლის სულიერი სამყარო.ფორმის ტარება აუცილებლად მიმაჩნია.საინტერესო იქნება შერჩევის პროცესი.მივესალმები ამ პროექტს.
ნათია ტლაშაძე-ხიდისთავის საჯარო სკოლა.ინგლისურის მასწავლებელი.
საინტერესო პროექტია.ვთვლი, რომ სასკოლო ფორმა ალამაზებს მოსწავლის ვიზუალურ მხარეს.სურვილი მაქვს ყველა სკოლაში იყოს ფორმა. დაწყებით კლასებსი მაინც.
ვერიკო სომხიშვილი
გორის #8 საჯარო სკოლა
მოგესალმები ელენე!
ძალიან მომწონს შენი პროექტი. ეს თემა მართლაც მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, რომ ბავშვს უნდა ეცვას ფორმა, მაგრამ ეს უნდა იყოს ასაკის და მიხედვით შესაბამისი.
გათვალისწინებული უნდა იყოს ასევე მოსწავლის სურვილი....
მთვარია იყოს ლამაზი....
გორის #4 საჯარო სკოლის ისტ. მენეჯერი: ლეილა ხმიადაშვილი
იქნებ მასწავლებლის ფორმაც განვიხილოთ.
ჩვენი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით ეს კარგი გამოსავალი იქნება.
Zalian momwons Tqveni proeqti da imedia Tqveni TemiT dainteresdeba saministroc. Cemi azrit aucilebelia forma skolaSi, vinaidan es yvela moswavles gaaerTianebs da arar iqneba saubari vis kargad da vis cudad ecmeva es yvelaferi moswavleebis swavlis xarisxze moqmedebs
ელენე ნამდვილად კარგი პროექტია,ვფიქრობ ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი გორის მე-3 სკოლიდან ,რადგან ამ მხრივ ეს სკოლა ნამდვილად მომგებიანად გამოირჩევა სხვა სკოლებისგან და შეიძლება ამ გამოცდილების სხვა სკოლებისთვის გაზიარება.
მაგრამ არის პატარა დასაზუსტებელი მომენტებიც:
1. ვადები: 7 თვე(რომელი 7 თვე?)
2. ამ პუნქტში:“მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას/:”
ბავშვებმა შეიძლება გააკეთონ. . .. გააკეთებენ . .. ჩატარდება. ..სკოლებს ექნებათ. . .შეიძლება გასწორდეს ხომ?
3. არ გამოჩნდნენ მონაწილე სკოლები? იქნებ ჩაწერო.
გისურვებ წარმატებებს!
გმადლობთ, ქალბ. ელენე, რომ კვლავ დაინტერესდით ჩემი საცდელი პროექტით და მცირედი კორექტირებაც გამიკეთეთ. იდეად მქონდა, რომ ჩვენი სკოლის გამოცდილება მეჩვენებინა, მაგრამ...
ელენე, ძალიან ლამაზი და დახვეწილი პროექტია, ბლოგიც ძალიან ლამაზია, წარმატებებს გისურვებ შენს საქმიანობაში. გაიხარე და გამრავლი შენს შვილებთან და საყვარელ მოსწავლეებთან ერთად!!!!!
ლამაზ ფორმაში ჩაცმული ბავშვების დანახვა მართლაც სასიამოვნოა, მაგრამ მინახავს ფორმები, რომლებიც ჯობია არ ეცვათ ისეთია ვიზუალურად!
Отправить комментарий